მშობელთა სათათბირო

მშობელთა სათათბირო

ევროპული სკოლის დირექციის ინიციატივით, სკოლაში შექმნილია მშობელთა სათათბირო, რომლის მიზანია სკოლასა და მშობელს შორის თანამშრომლობის განმტკიცება.
მშობელთა სათათბირო იკრიბება ორ თვეში ერთხელ.
გასული სასწავლო წლის გამოცდილებამ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის მშობლის მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში. ეს კი კლასიდან არჩეული დელეგატების - მშობელთა სათათბიროს წევრების - საშუალებით ხორციელდება.
პატივცემულო მშობლებო!
გთხოვთ, აქტიურად ითანამშრომლოთ სკოლასთან, მოგვაწოდოთ თქვენი კონკრეტული წინადადებები, სურვილები და შენიშვნები.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის!

No comments:

Post a Comment