კათედრა

კათედრები

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიზნები განისაზღვრება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ძირითადი მიზნებით. ეს მიზნებია:
• მოზარდის ძირითადი სამეტყველო უნარების (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) განვითარება;
• წერითი და ზეპირიმეტყველების კულტურის გამომუშავება;
• საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულების წერილობითი ტექსტის შექმნის უნარის განვითარება;
• დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების უნარის ჩამოყალიბება;
• კითხვის მიმართ დადებითი განწყობის ჩამოყალიბება;
• ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარის გამომუშავება;
• ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურის, როგორც ცვლილებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესის, გაცნობიერება.

ამ მიზნების მისაღწევად კათედრა ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
1. ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების კოორდინირება;
2. კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
3. საგაკვეთილო პროცესისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის და სასკოლო ბიბლიოთეკისათვის საგანმანათლებლო რესურსების შექმნა, შერჩევა და სკოლის დამფუძნებლებისათვის წარდგენა;
4. სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა;
5. ზრუნვა მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის;
6. რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
7. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და კვლევის შედეგების გაცნობა პედაგოგიური საზოგადოებისათვის;
8. მოსწავლეთა შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება მათი მიღწევების გაუმჯობესების მიზნით;
9. მოსწავლეთა საჭიროებებისა და სკოლის საჭიროებების ანალიზის, მასწავლებელთა საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების საფუძველზე კათედრის წევრთა პროფესიული საჭიროებების დადგენა და მათ უწყვეტ პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა.

მათემატიკის კათედრა

მათემატიკის სწავლების ძირითადი მიზანი:
  • მოსწავლის აზროვნების უნარის განვითარება;
  • შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის ჩამოყალიბება;
  • მათემატიკის, როგორც მეცნიერების უნივერსალური ენის ათვისება;
  • ცხოვრებისეული ამოცანების  გადასაწყვეტად საჭირო ცოდნის გადაცემა და ამ ცოდნის გამოყენების უნარის განვითარება.
კათედრის  ფუნქცია 
 მათემატიკის კათედრა კოორდინირებას უწევს მათემატიკის სწავლებას,  ხელს უწყობს პრობლემის განსაზღვრასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას; შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა–სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანაერგვასთან დაკავშირებით; ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესისათვის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევას, კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარებას, სხვა კათედრებთან კოორდინირებულ მუშაობას. კათედრა ახორციელებს ("ევროპული სკოლის" V-XII კლასებში) მათემატიკის სწავლების პროცესის მონიტორინგს.


ინგლისური  ენისა და  ლიტერატურის კათედრა

კათედრის მიზანია:
ხელი შეუწყოს მოსწავლეს წარმატებულად შეძლოს მრავალენობრივ და მრავალკულტურულ სამყაროსთან ურთიერთობა. ინგლისურის, როგორც უცხოური ენის, სწავლების პროგრამა სრულად მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, როგორც ცოდნის, ისე უნარებისა და დამოკიდებულებების მხრივ.
ჩვენი მიზანია მოსწავლეს მივცეთ ისეთი განათლებარომ მან შეძლოს:
  • ინგლისურ ენაზე მეტყველება (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა);
  • წარმატებული კომუნიკაცია ინგლისური კულტურის წარმომადგენლებთან;
  • განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგება;
  • ინგლისურენოვანი სამყაროს ენობრივ-კულტურული თვითმყოფადობის დაფასება და პატივისცემა;
  • ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავება და გამდიდრება ენობრივი თუ კულტურული თვალსაზრისით;
  • სხვა უცხოური ენების დამოუკიდებლად შესწავლა;
  • განსხვავებული  კულტურის აღქმა და გაგება;
  • თანამშრომლობა, თავისუფალი არჩევნის გაკეთება, თვითსრულყოფა და სხვა;
  • ინდივიდუალურ თავისებურებათა დაფასება და პატივისცემა;
  • მშობლიური კულტურული გარემოს თვითმყოფადობისა და მისი განუმეორებლობის გათავისება.


    უცხოური ენების კათედრა

    "ევროპული სკოლის" მიზანია აღზარდოს ცნობისმოყვარე, ჭკვიანი მოქალაქე, რომელიც შეეცდება შექმნას უკეთესი, უსაფრთხო გარემო, იქნება თავისი კულტურის, ტრადიციებისმოყვარე და ისტორიის მცოდნე, აგრეთვე, სხვა ხალხების კულტურისა და ისტორიის დამფასებელი. უცხოური ენების კათედრამ სწორედ ამ მიზნების განხორციელებას უნდა შეუწყოს ხელი.
    უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია თანამედროვე, ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება, ამიტომ ჩვენს სკოლაში მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, სავალდებულო ინგლისურთან ერთად ისწავლონ რუსული, ფრანგული, გერმანული და თურქული ენები. ჩვენი მიზანია მოსწავლეს:
    • განვუვითაროთ პლურილინგვური კომპეტენცია;
    • განვუვითაროთ სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) ორ უცხოურ ენაზე;
    • გამოვუმუშავოთ სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული კომუნიკაციის უნარი;
    • ჩამოვუყალიბოთ ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება;
    • განვუვითაროთ განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების გაგების უნარი;
    • ვაზიაროთ მოსწავლეები სხვა ქვეყნების ყოფასა და კულტურას;
    • განვუვითაროთ მათ კომუნიკაციის, ანალიზის, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და სხვა აუცილებელი უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარებათ მსოფლიო საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებაში;
    • განვუვითაროთ ენების ეფექტურად სწავლის უნარი.
    ენის ეფექტურად სწავლებისთვის აუცილებელია მოსწავლეს მივცეთ არჩევნის თავისუფლება, თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის შესაძლებლობა.
    უცხოური ენების კათედრის წევრები ცდილობენ  დასახული მიზნების მისაღწევად  გამოიყენონ თანამედროვე პედაგოგიკის ყველა მიღწევა.


    ისტორიისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა

    ისტორიისა და საზოგადოებრივი საგნების სწავლების მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეს აღიქვას სამყარო მთლიანობაში და განსაზღვროს საქართველოს ადგილი მსოფლიო პროცესებში; ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას; დაეხმაროს მოსწავლეს კულტურული, ესთეტიკური და სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. საგნების სწავლებასთან ერთად,  კათედრის ამოცანაა, მოსწავლეთა აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარება და დისკუსიის კულტურის დამკვიდრება.
    ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება ხელს უწყობს ფართო და მოქნილი აზროვნების ჩამოყალიბებას: ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, კვლევის უნარს, შემოქმედებითობასა და სხვა საჭირო უნარ–ჩვევებს.
    კათედრის მიზანია, მოსწავლეებს გავააზრებინოთ ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობა. გაკვეთილებზე ინტერ-აქტიური მეთოდების გამოყენებით მოსწავლეებმა უნდა შეძლონ სწორად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები და შეძლონ სწორი გადაწყვეტილების მიღება.

    ბიოლოგიის  კათედრა

    ბიოლოგიის  სწავლების მიზანია  მოსწავლე გააცნოს ცოცხალი სამყარო, იქ მიმდინარე ურთულესი ბიოლოგიური პროცესები, აგრძნობინოს საკუთარი  პასუხისმგებლობა ცოცხალი სამყაროს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში. ჩამოუყალიბოს მეცნიერული  კვლევის უნარ-ჩვევებირაც მას საშუალებას მისცემს გაითავისოს  ცოცხალი ბუნება,  ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, რათა აქტიურად იბრძოლოს მისი გადარჩენისათის.
    ბიოლოგიის  კათედრის მიზანია: 
    მოსწავლე აღიჭურვოს იმ ცოდნითა და  უნარ-ჩვევებით, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, ალღო აუღოს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ცოდნის პასიური მიმღებიდან მოსწავლე უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ შემმეცნებლად, რომელიც შეძლებს მიღებული ცოდნა გამოიყენოს, როგორც პროფესიული წარმატებისათვის, ასევე საზოგადოების სასიკეთოდ.
    თითოეული კათედრის წევრი მუშაობს იმისთვის, რომ მოსწავლეს:
    • გაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის,  სიახლეთა  აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;
    • განუვითარდეს ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევები და შეძლოს მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება;
    • გაცნობიერებული ჰქონდეს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა;
    • ჩამოუყალიბდეს გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები;
    • გამოუმუშავდეს  კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარი;
    • განუვითარდეს თვითშეფასების და თვითკონტროლის, განსხვავებული აზრის მოსმენისა და შეფასების უნარი, შეეძლოს საზოგადოებაში  თავისი ადგილის განსაზღვრა;
    • მიეცეს ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლების შესაძლებლობა;
    • გაცნობიერებული ჰქონდეს მეცნიერების როლი კაცობრიობის პროგრესში;
    • გააზრებული ჰქონდეს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობა კაცობრიობის განვითარებისთვის.


      ფიზიკა-ქიმიის კათედრა

      ფიზიკის და ქიმიის კათედრა კოორდინირებას უწევს ევროპულ სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესს, აკვირდება მას და აფასებს. ხელს უწყობს სწავლების ახალი  მეთოდების დანერგვას. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიების ბაზაზე დაყრდნობით  გეგმავს  სადემონსტრაციო და მოსწავლეთა მიერ განსახორციელებელ კვლევითი ხასიათის ცდებს, ცდების მიმდინარეობისას უსაფრთხოების ზომების დაცვის წესებს. ხელს უწყობს კათედრის წევრებს შორის და სხვა კათედრების წევრებთან თანამშრომლობას.
      კათედრის მიზნებია:
      • მოსწავლეები აზიაროს ბუნებაში არსებული საგნების თავისებურებებს, მათში მიმდინარე პროცესებს, კავშირებს საგნებსა და მოვლენებს შორის; 
      • ლაბორატორიების ბაზაზე ცდების ჩატარების გზით მოსწავლეებს განუვითაროს კვლევითი უნარ-ჩვევები  და გაუჩინოს სამეცნიერო საქმიანობის მიმართ ინტერესი;
      • ხელი შეუწყოს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების,  საკუთარი საქმიანობის შეფასების, მის გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობის უნარების განვითარებას;
      • დაეხმაროს მოსწავლეებს,რომ გაიაზრონ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობა როგორც კვლევით, ასე ყოველდღიურ საქმიანობაში;
      • განუმარტოს მოსწავლეებს გარემოსა და ადამიანების ურთიერთობის თვისებურებები და გარემოს დაცვის მნიშვნელობა კაცობრიობისთვის;
      • განუვითაროს მოსწავლეებს  პიროვნული თვისებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში;


      ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) კათედრა

      ევროპულ სკოლაში სასწავლო პროცესის განვითარებაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ)შესწავლას და გამოყენებას მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია.
       ისტ კათედრა:
      • ხელმძღვანელობს და ახორციელებს ისტ–ის სწავლებას;
      • ორგანიზებას უწევს ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების ახალი გზების შემუშავებასა და დანერგვას;
      • აძლიერებს კომუნიკაციას და ინფორმაციის გაზიარებას სკოლის შიგნით, მშობლებთან და ასევე გარე სამყაროსთან;
      • გეგმავს სკოლაში ისტ-ის განვითარების სტრატეგიას;
      • გეგმავს, კოორდინაციას უწევს და შეიმუშავებს სკოლის მიერ ისტ-ის რესურსების ეფექტურად გამოყენების გზებს;
      • კოორდინირებას უწევს ისტ-თან დაკავშირებულ მასწავლებელთა ტრენინგებსა და სასწავლო გეგმის განვითარებას; უზრუნველყოფს ისტ-ის ბაზისურ მხარდაჭერას და სკოლის ყველა მასწავლებლისა და მოსწავლის საბაზისო ტრენინგებს.
      • არის ისტ-ზე დაფუძნებული სასწავლო ღონისძიებების ინიციატორიც და დამხმარეც;
      • კოორდინაციას უწევს სკოლის ინფორმაციული სისტემის განვითარებას (ვებ-გვერდი, მასწავლებლების მონაცემთა ბაზები, დოკუმენტების მართვის სისტემა, მოსწავლეთა მონაცემთა ბაზები და სხვა);
      • აქტიურად მონაწილეობს სკოლის განვითარების დაგეგმარებაში, კოორდინირებას უწევს სკოლის ისტ-ის გეგმის განვითარებასა და განხორციელებას;
      • კოორდინირებას უწევს სკოლის ისტ-ის ინფრასტრუქტურის (პროგრამული უზრუნველყოფა, ტექნიკური უზრუნველყოფა, ქსელი) მოვლასა და განახლებას;
      • განსაზღვრავს სკოლის მასწავლებლების საჭიროებებს ისტ-ის სფეროში. გეგმავს ტრენინგების განრიგს.
       ისტ სწავლება მოიცავს:
      • ისტ შესწავლას ისტ გაკვეთილებზე;
      • ისტ უნარების გამოყენებას ყველა სასწავლო დისციპლინებში;
      • სხვადასხვა დისციპლინის სწავლებას ისტ–ის გამოყენებით;
      • ცოდნის მიღებას ისტ–ის დახმარებით.
       ისტ–ის სწავლების ძირითადი მიზნები
      ა) ისტ-ის სწავლების პრაქტიკული მიზნები არის:
      • დაეხმაროს მოსწავლეს გახდეს ისტ-ის უფრო თავდაჯერებული და კომპეტენტური მომხმარებელი, რომელიც შეძლებს ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ეფექტურ და მიზანმიმართულ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში;
      • წაახალისოს მოსწავლეები გახდნენ კრიტიკული და მოაზროვნე ისტ-ის მომხმარებლები, რომლებიც შეძლებენ შეაფასონ თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობები და შეზღუდვები და ასევე სოციალური, ტექნიკური, პოლიტიური, ეკონომიკური, ეთიკური პრინციპები, რაც დაკავშირებულია მათ გამოყენებასთან;
      • მოამზადოს მოსწავლეები ხვალინდელი დღისთვის, რომლებიც შეძლებენ სწრაფად შეეგუონ, აღიქვან, გამოიკვლიონ და აითვისონ სწრაფადცვალებადი ტექნოლოგიები და მათი გამოყენების უნარები კრიტიკული აზროვნების და კვლევის უნარების განვითარების ხელშეწყობით.
      ბ) ისტ-ის სწავლების სოციალური მიზნები არის:
      • წაახალისოს მოსწავლეები შეიძინონ შესაბამისი სოციალური უნარები, რომლებიც საჭიროა  ჯგუფური (თანამშრომლობა) სწავლების დროს;
      • საშუალება მისცეს მოსწავლეებს თანაბრად-ხელმისაწვდომი იყოს მათთვის სკოლაში არსებული ტექნოლოგიური რესურსები სასწავლო პროცესში საჭირო პროდუქტის შესაქმენლად, ურთიერთთანამშრომლობისთვის, ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტების მოსამზადებლად;
      გ) ისტ-ის სწავლების კულტურული მიზნები არის:
      • დაეხმაროს მოსწავლეებს აღიქვან და პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას ელექტრონული რესურსების ფართოდ გამოყენებით, მათ გარშემო არსებული და ხელმისაწვდომი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლით და მათი ციფრულ ფორმატში წარდგენით, რათა სხვა მოსწავლეებსაც ჰქონდეთ მათი გამოყენების საშუალება.
      • დაეხმაროს მოსწავლეებს აღიქვან და პატივი სცენ მსოფლიო ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას ელექტრონული რესურსების ფართოდ გამოყენებით, რათა გახდნენ მსოფლიო საზოგადოების განათლებული და კულტურული მოქალაქეები.
       დ) ისტ-ის სწავლების პერსონალური (ინდივიდუალური) მიზნები არის:
      • წაახალისოს მოსწავლეები შეიძინონ პერსონალური/პირადი უნარები, რომლებიც დაეხმარებათ, რომ გახდნენ დამოუკიდებელი მოსწავლეები მთელი ცხოვრების მანძილზე;
      • დაეხმაროს მოსწავლეებს გამოიყენონ და გამოამჟღავნონ თავიანთი შესაძლებლობები, რათა უფრო მეტი ცოდნა, უნარები და ტექნიკა შეიძინონ.
      კომპიუტერული მეცნიერებების სწავლების მიზანია:
      • უზრუნველყოს მოსწავლისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების გადაცემა, ტექნიკის გამომუშავება და პოზიტიური  დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რაც დამახასიათებელია და საჭირო პროგრამისტისათვის. მათ მოსწავლე გამოიყენებს რეალური პრობლემების გადაჭრისას;
      • მოსწავლეს განუვითარდეს არა მხოლოდ ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები, არამედ - კვლევის და პრობლემების გადაჭრისა. უნარები, რომლებსაც წარმატებით გამოიყენებს კომპლექსური პრობლემის გამოსაკვლევად და გადასაჭრელად.
      • მოსწავლემ რთულ და კომპლექსურ პრობლემებზე მუშაობის დროს გააცნობიეროს ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის აუცილებლობის საჭიროება.
      • კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლისას უზრუნველყოს მოსწავლეებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარება ინფორმაციის საიმედოდ და ეფექტურად  გაზიარების მიზნით;
      • მოსწავლემ გააცნობიეროს მეცნიერების და ტექნოლოგიების გამოყენების მორალური, ეთიკური, სოციალური, ეკონომიური და ეკოლოგიური მნიშვნელობა.

          დაწყებითი სწავლების კათედრა

          დაწყებითი სწავლების კათედრის მიზნები განისაზღვრება ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო მიზნებიდან და ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე. კონკრეტულად კი, ჩვენი მიზნებია:
          • გამოვუმუშაოთ მოსწავლეს ელემენტარული სასწავლო უნარ-ჩვევები, ვასწავლოთ სწავლა;
          • ვასწავლოთ გააზრებული კითხვა, რაც გამჭოლი უნარია ყველა სასწავლო დისციპლინის შესასწავლად;
          • შევუქმნათ მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;
          • ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;
          • შევუქმნათ მოსწავლეს პირობები და ჩამოვუყალიბოთ საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.
          • განვუვითაროთ მოსწავლეს ძირითადი უნარები -წერა, კითხვა, თვლა, ანგარიში, მოსმენა, აზრის გამოთქმა, თხრობა, საუბარი;
          • გამოვუმუშაოთ წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
          • ჩამოვუყალიბოთ დამოუკიდებელი აზროვნების უნარი;
          • შევუქმნათ კითხვის მიმართ დადებითი განწყობა;
          • ჩამოვუყალიბოთ საკუთარი ელემენტრული შეხედულებები ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე;
          • გავუცნობიეროთ სწვლის დანიშნულება დაგამოვუმუშაოთ მიღებული ცოდნის, უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
          ამ მიზნების მისაღწევად კათედრის თითოეული წევრი:
          • იმაღლებს კვალიფიკაციას, ზრუნვს პროფესიულ განვითარებაზე, ეცნობა ინოვაციურ მეთოდებს;
          • იზიარებს კათედრის წევრთა გამოცდილებას, თანამშრომლობს კლასტერებთან, კოლეგებთან;
          • განსაზღვრავს არსებულ პრობლემებს და კოლეგებთან ერთად ეძებს გადაჭრის გზებს;
          • სააკუთარი ძალებით ქმნის სასწვლო პროცესისთვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსებს და ამდიდრებს კათედრის რესურსთა ბაზას;
          • სისტემატურად გეგმავს სასწავლო პროცესს და აკეთებს საკუთარი მუშაობის მონიტორინგს;
          • კოორდინირებულად მუშაობს სკოლის სხვაკათედრებთან;
          • შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღზრდისა და სწავლა-სწავლების სხვადასხვა საკითხზე.
          ჩვენი კათედრის მუშაობის პრიორიტეტებია:
          • სასწავლო პროცესის სრულყოფა;
          • სწავლების მაღალი ხარისხი;
          • ბავშვზე ორიენტირებული სწავლება;
          • პედაგოგთა პროფესიული ზრდა;
          • თანამშრომლობა.

          დაწყებითი სწავლების კათედრის პედაგოგები დასახული მიზნების გადასჭრელად მთელ თავის ცოდნას, შესაძლებლობებს, ძალისხმევასა და სიყვარულს დებენ ევროპული სკოლის აღსაზრდელებთან შრომატევად, საპასუხისმგებლო მუშაობაში.

          No comments:

          Post a Comment