ჩვენს შესახებ

ჩვენ შესახებ

არასახელმწიფო "ევროპული სკოლა" (თბილისი საქართველო)

  • შპს "ევროპული სკოლა"
  • მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ. №34გ, 0177, თბილისი
  • ტელ: (995 32) 239 44 94; (995 32) 239 59 64
  • ფაქსი: (995 32) 239 54 17
  • E-mail: info@europeanschool.ge
  • დაარსების წელი – 2007;
  • სკოლა განთავსებულია საკუთარ შენობაში, მისი ტერიტორია დაცულია;
  • სკოლას აქვს სახელმწიფო ლიცენზია;
  • დაკომპლექტებულია კვალიფიციური პედაგოგიური კადრებით, რომელთაგან 26 – მეცნიერებათა დოქტორია, 7 – პროფესორი, 16 – სახელმძღვანელოს ავტორი და თანაავტორი, 30 – მწვრთნელი (სწავლების თანამედროვე მეთოდიკებში); 39 – სერტიფიცირებული მასწავლებელი; 6 – ინგლისური ენის პედაგოგი საზღვარგარეთ სწავლების უფლებით ("სელტა");
  • 2014-2015 სასწავლო წელს "ევროპული სკოლის" 1000 კაციან კოლექტივში 34-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენელი სწავლობს და მუშაობს;
  • სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით;
  • სკოლაში ფუნქციონირებს 22 სახელოვნებო, სამეცნიერო და სპორტული კლუბი და სტუდია, მათ შორის თეატრალური და სატელევიზიო სტუდიები;
  • ფუნქციონირებს 300 ადგილიანი კინო-საკონცერტო დარბაზი, 4 საკონფერენციო და სააქტო აუდიტორია, 2 საგამოცდო ოთახი, 4 ისტ - კომპიუტერული კლასი, ორი დიდი ბიბლიოთეკა და ტექნიკურად აღჭურვილი საგნობრივი ლაბორატორიები;
  • ისწავლება უცხო ენები: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, თურქული, იტალიური.  უცხოელი მასწავლებლები ჩართულნი არიან, როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე კლუბურ მუშაობაში. ხორციელდება ენობრივი სტაჟირებები საზღვარგარეთ;
  • სკოლას აქვს ხუთი სპორტული დარბაზი, აქედან – სამი დახურული;
  • მოსწავლეებს ემსახურება პედიატრი, ფსიქოლოგი, მუშაობს ლოგოპედური კაბინეტი;
  • სკოლის საკაბელო ტელევიზიაში ფუნქციონირებს 137  ტელემონიტორი. გადაიცემა ინფორმაციული, შემეცნებითი, სამეცნიერო–სასწავლო პროგრამები. ESTV პირდაპირი ტრანსლაციით აჩვენებს სკოლის სპორტულ თამაშებსა და სხვადასხვა ღონისძიებას;
  • ინფორმაციულ–საკომუნიკაციო სამსახურის განკარგულებაშია: 200-მდე კომპიუტერი, 34 პროექტორი და Smart Board-ის 6  ინტერაქტიული დაფა. სპეციალურად შემუშავებულმა პროგრამამ სკოლას საშუალება მისცა ფართოდ დანერგოს და საბავშვო ბაღის ასაკიდან დაიწყოს ბავშვების კომპიუტერული განათლება;
  • სასკოლო ვებ–გვერდის მეშვეობით მშობელს საშუალება აქვს მუდმივი კავშირი ჰქონდეს სკოლასთან, ელექტრონული დღიურისა და მაგთის 7777 ოპერატორის მეშვეობით ოპერატიულად მიიღოს სრული ინფორმაცია შვილის აკადემიური მოსწრებისა და შემოქმედებითი წარმატებების შესახებ;
  • 700 ადგილიან სასადილოში მოსწავლეები და თანამშრომლები უზრუნველყოფილი არიან უფასო კვებით და ასევე კაფეტერიის მომსახურებით;
  • მოსწავლებსა და პედაგოგებს ემსახურება სკოლის სატრანსპორტო საშუალებები;
  • კლასში არის არაუმეტეს 12-15 მოსწავლისა;
  • სკოლამდელი აღზრდის ცენტრი 3 წლიდან იღებს ბავშვებს.

IB  პროგრამა 

  • 2009 წლის 9 დეკემბერს "ევროპულმა სკოლამ" საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის ავტორიზაცია მოიპოვა; საერთაშორისო ბაკალავრიატის მსოფლიო სკოლა (IB World School) მსოფლიოში უკვე აპრობირებული მოდელია. უნიკალური წინასაუნივერსიტეტო კურსი (DP) XI და XII კლასელებს სთავაზობს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;
  • 2012 წლის 2 ნოემბერს "ევროპულმა სკოლამ" მიიღო საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამის (MYP) ავტორიზება; საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამა (MYP) 11-დან 16 წლამდე მოსწავლებს სთავაზობს აკადემიურ გამოწვევებს და ავითარებს ცხოვრებისეულ უნარებს;
  • 2014 წლის სექტემბერში "ევროპულმა სკოლამ" მიიღო საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამის (PYP) კანდიდატის სტატუსი; საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამა მოსწავლეებს ინტეგრირებული სწავლების სანიმუშო მოდელს სთავაზობს;
  • ამჟამად "ევროპულ სკოლაში" IB DPMYP და PYP პროგრამით სწავლობს 180 მოსწავლე.

AHS-AP პროგრამა 

  • ამერიკული სკოლა (The American High School) დღესდღეობით არის სკოლების აკრედიტაციისა და განვითარების ჩრდილო-ცენტრალური ასოციაციის (NCA, CASI) აკრედიტაციის კანდიდატი;
  • ამერიკული სკოლა  VIII-XII კლასის ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სთავაზობს სრულყოფილ ამერიკულ სასწავლო პროგრამას;
  • AP-ის (Advanced Placement) გაკვეთილები და გამოცდებისათვის მზადება მე-10 კლასიდან მნიშვნელოვან ადგილს  იკავებს სასწავლო გეგმაში;
  • AED მოსწავლეებს სთავაზობს ახალ, ამერიკულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც მათ დაეხმარება წარმატებით გააგრძელონ სწავლა ამერიკულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში;
  • AED გვთავაზობს AP პროგრამას, PSAT-ის ტესტებსა და SAT-ის მოსამზადებელ კურსს;
  • 2012 წლიდან AED-მ მოიპოვა ლიცენზია და ატარებს გამოცდებს PSAT-ის, SAT-ისა და AP-ის პროგრამებში.

No comments:

Post a Comment